ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვებაზე - შოთა არველაძე

გამოქვეყნდა:

ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი, შოთა არველაძე ამბობს, რომ ვერ მოიწონებს და არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გუშინ, 12 ნოემბერს დინამო არენაზე ისტორიული მატჩის საყურებალდ გულშემატკივარი არ დაუშვეს. ამ თემაზე მან პოსტის საკუთარ Facebook-ზე გამოქვეყნა.

არველაძე ამბობს, რომ ამ შეხვედრას 2 წელი ველოდით და წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა.

"ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას", - წერს შოთი არველაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად მარცხისა ესეც კარგ გამოცდიელბად უნდა ვაქციოთ და ვაცდოთ, ამ რაგნის მატჩები ნაკრებმა კიდევ ითამაშოს.

შეგახსენებთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედნიასთან ისტორიული თამაში წააგო და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა. მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხდა და თქვა, რომ ორი თამაშის შემდეგ გუნდს დატოვებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი