ჟვანია და ივანიშვილი წყლის ჭავლის მანქანაზე - ცესკოსთან აქტივისტებმა სადემონსტრაციო ბანერი მიიტანეს

გამოქვეყნდა:

ცესკოსთან მისულმა სამოქალაქო აქტივისტებმა ცესკოსთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და პლაკატებთან ერთად, პროცესების სადემონსტრაციო ბანერებიც მიიტანეს. ერთერთ ბანერზე გამოსახული არიან ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელნიც შსს-ს კუთვნილ წყლის ჭავლის მფრქვეველ მანქანაზე არიან შემომსხდარი. 

ბიძინა და თამარი შემომსხდარი არიან წყლის წავლის მანქანაზე, რომლითაც აქ დაგვარბიეს სრულიად უკანონოდ და ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ხმების გაყალბებას არ შევეგუებით და აქ ვიდგებით, - ამბობს აქციოის მონაწილე, რომელმაც ცესკოსთან ეს ბანერი მიიტანა. 

შეგახსენებთ, ცესკო დღეს პროპორციული არჩევნების საბოლოო შედეგებს აჯამებს და დღეს იწურება ასევე, საჩივრების განხილვის ვადა. ცესკოს სხდომა ხმაურით დაიწყო. ასევე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ცესკოს შენობასთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი