საჩივრების განხილვისთვის მოცემული 20 წუთი ადასტურებს, რომ არც ერთი საჩივარი არ გაინტერესებთ - ხათუნა გოგორიშვილი

გამოქვეყნდა:

"ცესკოში" მიმდინარე სხდომაზე თამარ ჟვანიამ საჩივრების განხილვისთვის თითოეულ პარტიას 20 წუთი მისცა, რასაც "ევროპული საქართველოს" წევრის, ხათუნა გოგორიშვილის პროტესტი მოჰყვა.

ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ 20 წუთი გონივრული ვადა არ არის და იმას ადასტურებს, რომ "ცესკოს" თავმჯდომარეს არც ერთი საჩივარი არ აინტერესებს.

"ის, რომ თქვენ ბრძანეთ, რომ 20 წუთი მოგვეცემა, არის ერთადერთი რამის დასტური, რომ თქვენ არ გაინტერესებთ საერთოდ. იმიტომ, რომ მარტო მე საბურთალოს ოლქში არსებული დარღვევები რომ წარმოგიდგინოთ, ამისთვის დამჭირდება 20 წუთი", - თქვა ხათუნა გოგორიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ "ცესკო"-ში შემაჯამებელი სხდომა დაიწყო, სადაც ბოლოჯერ განიხილავენ საჩივრებს. ოპოზიცია 30-ვე ოლქის შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებს.

სხდომის პარალელურად, პროტესტი დაიწყო ცესკო-ს შენობასთანაც, სადაც სამოქალაქო აქტივისტების იკრიბებიან. მათ მოლოდინი აქვთ, რომ თამარ ჟვანია დღეს ბიძნა ივანიშვილს მიტაცებულ არჩევნებს საბოლოოდ გაუფორმებს და ხელს მაწერს იმ შედეგებს, რაც ოლიგარქს სურს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი