ქურდად ზის თუ განაბია? ვინ ეკითხება ქალაქის მერს, ჯარიმას - ელისაშვილი კალაძეზე

გამოქვეყნდა:

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც კახა კალაძე პირობას დებს, რომ მოქალაქე რომელიც გუშინ, დინამო-არენას ტერიტრიაზე დააჯარიმეს, ჯარიმას არ გადაახდევინებენ:

მე ვარ პასუხისმგებელი რა ჯარიმებიც გამოუწერეს არ გადაახდევინებენო. ქურდად ზის ამ ქვეყანაში თუ განაბია? ვინ ეკითხება ქალაქის მერს, ჯარიმას ვინ გადაიხდის და ვინ არა - ამბობს ელისაშვილი გადაცემა "დღის სტუმარში" 

პირობას ვდებ, გუშინ დაჯარიმებულ გულშემატკივარს ამ საკითხზე პრობლემა არ შეექმნება - წერს კალაძე დღეს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც დედაქალაქის მერმა განმარტა როგორ და რატომ ესწრებოდა ისტორიულ მატჩს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, არავინ შეუშვეს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი