პირობას ვდებ, გუშინ დაჯარიმებულ გულშემატკივარს ამ საკითხზე პრობლემა არ შეექმნება - კალაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე აცხადებს, რომ გუშინ, ისტორიული მატჩის გარეთ ყურების გამო დაჯარიმებულ მოქალაქეს და ოჯახს ეს ჯარიმა "ტვირთად არ უნდა დააწვეს" და პირობეას დებს, რომ მას პრობლემა არ შეექმნება. 

"გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს. გუშინ, ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას", - წერს კახი კალაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დინამო არენაზე, საქართველოსა და მაკედონიას შორის, ისტორიული მატჩი შედგა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა.

მატჩს ძირითადად "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტადიონის ირგვლივ შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი კი, 22:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვის გამო, დააჯარიმეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი