ცესკოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების მიხედვით ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ხმაურია ცესკოს შენობასთანაც, სადაც ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა ჩალა მიიტანეს იმის საილუსტრაციოდ, რომ ქვეყანა ჩალითაა დახურული.
შეგახსენებთ, სასამართლოებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადის დასრულებამდე ერთი დღით ადრე საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობს ოფიციალურად გააფორმოს ათასობით უბანზე ქართული ოცნების მიერ მითვისებული ხმები და მოპარული გამარჯვება, მაგრამ ოპოზიციის ლიდიერები თამარ ჟვანიას უწყებას არ აძლევენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.