ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი 32 წლის ქალი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 603 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ყველაზე მცირე ასაკის 32 წლის ქალია, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 86-ის. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 32 წლის ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, მას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა და ინსულინდამოკიდებული იყო. 

რაც შეეხება 45 წლის გარდაცვლილი პაციენტს, ის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობას, მისი თანმხლები დაავადება ესენციური ჰიპენტეზია იყო. 

ბოლო 24 საათში აჭარაში, ასევე გარდაიცვალა 55  და 57 წლის კოვიდინფიცირებული კაცი, უწყების ინფორმაციით, მათგან ერთს გულის ათეროსკეროზი და უკმარისობა, მეორეს კი არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 32 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გუშინ, 13 ნოემბერსაც გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 პაციენტი გარდაიცვალა.  

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 76 658
  • გამოჯანმრთელებულია - 58 674 
  • გარდაცვლილია - 669
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 425
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 361
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 355
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 53 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 34 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი