მოლაპარაკებების მეორე რაუნდი აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში - ოპოზიცია ხელისუფლებას ხვდება

გამოქვეყნდა:

მოლაპარაკების მეორე რაუნდი, პარლამენტთან აქციამდე სამი საათით ადრე ოპოიზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ ამერიკის შეერთებული შტატევის ელჩის რეზიდენციაში იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიპლომატებიც ესწრებიან. ხელისუფლებას მოლაპარაკებების მაგიდასთან პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე წარმოადგენს.

შეხვედრა ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს. 

"კომენტარი არის ერთი, ვხვდებით იმისათვის, რომ მოვისმინოთ ქართული ოცნების პოზიცია. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. დღევანდელი შეხვედრა წინა შეხვედრის გაგრძელებაა", - თქვა ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. 

ჯერ უცნობია, რა წინადადებით მივიდა ხელისუფლება მოლაპარაკებებზე, რადგან არჩილ თალაკვაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

"ჩვენ შევდივართ იმ განწყობით, რომ მოვძებნოთ გამოსვალაი და ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, რამდენად მზად არის ხელისუფლება ამ ფონზე გადადგას ნაბიჯი კრიზისიდან გამოსასვლელად ვნახავთ, თუმცა ისედაც რთული პორცესი ბევრად გაართულა ცესკოს გუშინდელმა უკანონო გადაწყვეტილებამ, რომელმაც შედეგების გადასინჯვისთვის კარი დაკეტა", - თქვა, ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მოლაპარაკბის გაგრძელება ნიშნავს, რომ ოპოზიცია მზადაა სწორი შეთანხმებისთვის, რომელიც მათ მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების პარალელურად ოპოზიცია აქციებს ისევ მართავს. დღეს, 14 ნომებრს 3 საათზე პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი და მათი მხარდამჭერები გაყალბებულ არჩევნებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი