"ევროპული საქართველოს" წევრი ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ თამარ ჟვანიას ტრანსფორმაცია მესამე სექტორის წარმომადგენლიდან არჩევნების გამყალბებლამდე კეთილდღეობისა და კარგი ცხოვრების სურვილითაა განპირობებული. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
"მახსოვს თამარ ჟვანია წინა არჩევნების დროს როგორ გვამუნათებდა ხელისუფლებას, რომ გამჭვირვალედ და კარგად ჩაგვეტარებინა არჩევნები, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგდნელი და უცებ რომ ასეთი ტრანსფორმაცია განიცადა ნუ გასაგებია კეთილდღეობა ყველას უნდა, კარგი ცხოვრება ყველს უნდა, ზოგი ამას კადრულობს ზოგი არ კადრულობს ეს ყველა ადამიანის პირადი არჩევანია. ზოგ ოქმებში "ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრევის ხელმოწერაც არის ზოგში ევრიპული საქართველოს კომისიის წევრის ხელმოწერა არის და მე სულ ვამბობ შიშს და უნამუსობას პარტიულობა არ აქვს", - ამბობს ხათუნა გოგორიშვილი.
ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა ცესკოს გუშინდელ სხდომას ფორმალური უწოდა და თქვა, რომ შეჯამების გუშინვე გამოქვეყნება ამის დამამტკიცებელი საბუთია.
შეგახსენებთ, ცესკო-ში შემაჯამებელი სხდომა გუშინ, 13 ნოემბერს, ჩატრდა. მათ ბოლოჯერ განიხილეს საჩივვრები.
არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დღეს, 14 ნოემბერს ოპოზიცია პარლამენტის წინ 3 საათზე აქციას გამართავს.