"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მოერე რაუნდზე რაიმე ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა. ამ თემაზე მან კომენტარი მდისთან ამერიკის ელჩის რეზიდენციის დატოვების შემდეგ გააკეთა.
"რაიმე ხელშესახები შედეგები დღეს ვერ იქნა მიღწეული, იმედია გაგრძელება ეს, მაგრამ მთავარია ხალხის წინააღმდეგობა ქუჩებში გაგრძელდეს და დამერწმუნეთ შედეგი იქნება, ქართულ ოცნებას ჯერეჯერობით არანაირი ინიციატივა არა აქვს გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოგვიცხადონ უვადო შეუზღუდავ მართველად. ჩვენი პოზიცია რჩება უცველელი, იმის თაობაზე, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ნოემბერს ამერიკის ელჩის რეზიდენაციაში, ევროპელი დიპლომატების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კიდევ ერთი მოლაპარაკებები გაიმართა. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობას.