ამერიკის ელჩის რეზიდენაციაში, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ "ლელოს" ერთდერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ დღევანდელი დიალოგით არსებითი შედეგი არ დამდგარა და ოპოზიციის მიდგომა არ შეცვლილა.
"დღეს მნიშვნლოვანი პროგრესი ჩვენ არ გვქონია, არც უნდა ველოდოთ, ეს არის რთული პროცესი მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, ოპოზიცია არის ერთიანი, ოპოზიციის მიდგომა არ შეცვლილა აუცილეველია - კრიზისის განსამუხტად ახალი არჩევნების ჩატარება და ამასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა. "ქართული ოცნების" ამ შემთხვევაში პოზიცია არის განსხვავებული და ჩვენ შევთანხმდით რომ გვექნება გაგრძელება ამ მოლაპარაკებებების", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ნოემბერს ამერიკის ელჩის რეზიდენაციაში, ევროპელი დიპლომატების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კიდევ ერთი მოლაპარაკებები გაიმართა. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობას.