ოპოზიციის მოლოდინია, შემდეგ რაუნდზე არჩევნების თარიღზე ვისაუბროთ - გიორგი ვაშაძე 

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთერთი ლეირი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების მესამე რაუდნი გაიმართება და შეხვედრისას უკვე არჩევნების ჩატარების თარიღზე ისაუბრებენ. ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრის დასრულებსი შემდეგ ისაუბრა. 

"დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ფაქტობრივად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარი გუშინდელი გადაწყვეტილებით დახურა ყოველგვარი საუბარიც კი, გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმზე, რაზეც იყო საუბარი ქართული ოცნების მხრიდან და ეს საკითხი დაიხურა. ჩვენ ძალიან კონკრეტულად შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდი, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციას ეს მოლოდინი გვაქვს, იმიტომ, რომ ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების გადათვლას აზრი არ აქვს. შევთანხმდით, რომ იქნება მესამე რაუდნიც ამ საკითხთან დაკავშირებით, არ დავხურეთ, მათ შორის ჩვენი დიპლომატებსი მოწოდებით, ეს შესაძლებლობა, ვნახოთ რას მივიღებთ", - ამბობს გიორგი ვაშაძე

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ნოემბერს ამერიკის ელჩის რეზიდენაციაში, ევროპელი დიპლომატების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კიდევ ერთი მოლაპარაკებები გაიმართა. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობას.

ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი | მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი