ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც ჩაგილაგებთ ბარგს და მიგითითებთ კარებისკენ - საბა ბუაძე "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოს წევრი" საბა ბუაძე ამბობს, რომ შიშები და კომპლექსები გვერდზე უნდა გადადონ ადამიანებმა და აქციაზე სიმართილის გვერდით დადგნენ. ბუაძის თქმით, ეს ერთობა გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გასდაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.  

სანამ ხალხი იქნება და გაგრძელდება აქციები, ეს ხელისუფლება იქნება მუდამ დანაკარგის რეჟიმში, იმიტომ რომ პროტესტს არა ქვს ალტერნატივა, პროტესტი არის სრულიად ბუნებრივი, პროტესტი არის ადამიანების, რომლებსაც უნდათ ამ ქვეყანაში დარჩენა, ამაზე არის ლაპარაკი. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში დავრჩეთ, უნდა გამოვფხიზლდეთ, გვერდზე გადავდოთ არარაციონალური შიშები და კომპლექსები, და დავდგეთ არა ვინმესთვის და ვინმესთან ერთად, დავდგეთ ჩვენი თავისთვის, და ამ ქვეყნისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქუჩაში შეკრებილი ადამიანების ერთიანობა, აი ამ კომპლექსის გადალახვას შეუწყობს ხელს და პირველ რიგში ჩვენს თავზე უნდა გავიმარჯვოთ იმისთის, რომ შემდეგ გავიმარჯვოთ აი ამ სიცრუეზე და ტყუილზე. 3 საათზე ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ გადადეთ საქმე, დადექით იქ, სადაც არის სიმართლე. პოლიტიკა ახლა დაკარგულია, არსებობს სიმართლე და არსებობს ტყუილი, ადამიანებმა უნდა აირჩიონ სიმართლის მხარეს იდგნენ ან სიცრუის მხარეს - ამბობს საბა ბუაძე 

გადაცემაშივე საბა ბუაძე ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებას საზოგადოება ბარგს ჩაულაგებს და გასასველი კარისკენ მიუთითებს. 

ჩამოვედით იმიტომ რომ თქვენ, ჩვენ და ჩვენნაირი ადამიანები, თქვენ ჩაგილაგებთ ბარგს. ვისაც ამ ქვეყანის მუდამ აი ასეთ მტრულ რეჟიმში ხართ. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც ჩაგილაგებთ ბარგს და მიგითითებთ კარებისკენ, თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრება - თქვა საბა ბუაძემ 

შეგახსენებთ, რომ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია დღეს, 14 ნოემბერს, სამ საათზე დაიწყო. 

მოთხოვნები უცვლელია: 

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გატავისუფლება.
ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი | მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი