ჩვენ ყველას გვაქვს ერთი ხმა, რომელიც წაგვართვეს, მაგრამ ის კვლავ აპროტესტებს რუსთაველზე - მელია

გამოქვეყნდა:

გაყალებული არჩევნების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მიმართა. მისი თქმით, პარლამენტის წინ შეკრებილი განსხვავებული პოლიტიკური ლიდერები და ხალხი ერთიანი სწორედ თავისუფლებაშია.

"ისტორიის გზაგასაყარზე შევიკრიბეთ უდიდეს გამოწვევათა წინაშე, იქ სადაც ძალიან ბევრჯერ გადაწყვეტილა ამ სახელმწიფოს ბედი. ამ სახელმწიფოს ხალხის ბედი და ასე იქნება ახლა ამ ეტაპზე უკვე თანამედროვე ქართველებისა და საქართველოს მონაწილეობით. ჩვენ, თითეულ ჩვენგანს, გვაქვს ერთი ხმა და ეს ერთი ხმა ბევრ წაგვართევს და ნაგვის ურნაში გადააგდეს, მაგრამ ეს ერთი ხმა კვლავ ლაპარაობს რუსთაველის გამზირზე, ეს ერთი ხმა აპროტესტებს რუსთაველის გამზირზე. იქ სადაც დაიძერწა, იქ სადაც გამოიჭედა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა", - ამბობს ნიკა მელია.

ოპოზიციურმა ლიდერი ასევე ამბობს, რომ არჩევნების შედეგები მხოლოდ ფურცელზე ყალბდება ხოლო "ხალხი არ ყალბდება, ხალხი რუსთაველზე დგას". მისი განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხია ერთიანია თავისუფლებაში, ლიდერები, პარტიები, ხახლი განსხვავებულები არიან, თუმცა მათი არჩევანი ერთიანია. "ჩვენ სხვადასხვანაირები ვართ და არ გვინდა ვიყოთ ერთნაირები, ჩვენ პატივს ვცემთ ამ მოცემულობას", მისი თქმით, სწორედ ესაა ოპოზიციის ძალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი