დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ ზეპარტიულ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს - მამუკა ხაზარაძე 

გამოქვეყნდა:

გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს "ლელოს" ერთერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მიმართა. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ აქციაზე ის არა პარტიულობამ, არამედ მოქალაქეობრივმა მრწამსმა მიიყვანა. 

"ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა ნაბიჯ ნაბიჯ მიიყვანა სიღალტაკემდე და ხალხს დაუფარავად, ცინიკურად უთხრა, რომ "წადი ამ ქვეყნიდან, აქ სამუშაო ადგილი არ შეიქმენა, წადი სხვაგან იმუშავე". მან 31 ოქტომბრის არჩევნებით ყველაზე დიდი რამ ადამიანისთვის ხმა მოპარა, ქართველ ხალხს. ხმა, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული ადამიანისთვის და ამას არავინ არ დათმობს. თქვენ ხედავთ რამდენი პარტიაა წარმოდგენილი, გადახედეთ ერთმანეთს, აქ რამ მოგიყვანათ? პარტიამ? მე აქ პარტიას არ მოვუყვანივარ, არც არავის დაძახებას არ მოვუყვანივარ, მე მომიყვანა ჩემმა მოქალაქეობრივმა მრწამსმა და სიმართლისავის ბრძოლამ, ისევე როგორ თითოეული თქვენთაგანი. ჩვენ ერთმანეთისგან გავხსვავდებით, ეს პარტიები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არც ერთი პროგრამა ერთმანეთს არ ემთხვევა, ყველა ერთმანეთთან დაპირისპირებული იყო მაგრამ დღეს, რატომ ვდგავართ აქ? იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ ზეპარტიულ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს, რომელი არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი, ჩვენი განვითარების და დემოკრატიის ფუნდამენტი", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ოპოზიციური ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი უსაფრთხოების გამო ქვეყნის უსაფრთხოება დააყენა საფრხის წინაშე და უვადოდ შეაჩერა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც იქნებოდა "ჩვენი ქეყნის შემოტრიალების წერტილი, ეკონომიკურად, აფხაზეთთან სალაპარაკოდ".

ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი | მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი