ეს არ არის პიროვნული და პარტიული ბრძოლა, აქ ყველა ქვეყნის მომავლისთვის გამოდის - ბაქრაძე

გამოქვეყნდა:

გაყალებული არჩევნების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს "ევროპული საქართველოს" ერთერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიმართა. ბაქრაძე ამბობს, რომ ქვეყნის სტაბილურ განვითრებას არალეგიტიმური არჩევნებით ხელისუფლბაში დარჩენილი "ოცნება"ვერ შეძლება. 

"ეს არ არის პიროვნული ბრძოლა, ეს არ არის პარტიული ბრძოლა. თითოეული თქვენგანი აქ გამოდის ჩვენი, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავლისთვის და ასეთი ადამაინები არ დავიღლებით და ბოლომდე მივიყვანთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით.. დღეს საქართველო დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე, ყველა ვხედავთ, როგორ შემოგვიტია პანდმიამ, რომელიც 6 თვე გვიმტკიცებდნენ, რომ დამარცხებული იყო და აღარ არსებობდა. ყელა ვგრძნობთ საკუთარ ოჯახზე რა დღეშია საქართველოს ეკონომიკა, ჩამოქცეული და დანგრეულია ყველაფერი, ყველა ვხედავთ რა დღეშია ქართული სახელმწიფო და როგორ იძლიერებს რუსეთი პოზიციებს. რა არის აქედან გამოსავალი? სახლებში წავიდეთ და ოთხი წელი ამ ქვეყანას ყავდეს არალეგიტიმური მთავრობა თამარ ჟვანიას მანდატით? დავიქცევით ორ წელიწადში და ქვეყანა აღარ გვექნება, ერთადერთი გამოსავალია ახლა ვიბრძოლოთ. ახლა გავიმარჯვოთ და მომავალ წლებში წავიდეთ წინ", - ამბობს დავით ბაქრაძე. 

პოლიტიკოსმა ასევე სახლში დარჩენილ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა სახლში იმ მიზეზით არ დარჩნენ, რომ ქვეყანაში არეულობამ არ იმატოს, რადგან მისი აზრით სიტუაციი მხოლოდ საპროტესტო აქციებით დასტაბილიზდება.

ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი | მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი