თბილისის მერი და ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი კახა კალაძე, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად ამბობს, რომ მმართველი პარტია "არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს ან რაიმე მსგავსს".
როგორც იცით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და დეტალები არ უნდა გამჟღავნებულიყო, მასგრამ რახან ოპოზიციამ გაამჟღავნა დეტალები, დიახ, დავადასტურებ, რომ მათ უარი თქვეს ცალკეულ უბნებზე ხმების გადათლაზე. მინდა მივმართო ჩვენს ამომრჩევლებს: "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის არჩევანის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს და რაიმე მსგავსს არ განიხილავს - აცხადებს კახა კალაძე.
კახა კალაძის თქმით, ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ "ოპოზიციის მიზანი არის მხოლოდ დესტრუქცია".
შეგახსენებთ, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამოსული ხალხი რუსთაველზე ხმების მოპარვას აპროტესტებს, პარალელურად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის ფასილიტატორობით მიმდინარეობს, უკვე გაიმართა ორი შეხვედრა.