"ეს არის სიკვდილის კაშხალი" - ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისი-ალპანის გზა გადაკეტეს

გამოქვეყნდა:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში "ნამოხვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა ქუთაისი-ალპანას გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან ჰესის მშენებელი კომპანია "ენკას" გასვლას ითხოვენ.

"ეს არის სიკვდილის კაშხალი", - ასე უწოდებენ ადგილობრივები 105 მეტრის სიმაღლის კაშხალს, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს. 

"რიონის ხეობის მოსახლეობა და, ფაქტობირვად, ლეჩხუმი, თავის ეთნოსს მთლიანად დაკარგავს. მოსახლეობას მოუწევს საცხოვრებელი ადგილების დატოვება. არც ერთი უნიკალური ვაზი მთლიანად დაიკარგება, ფუტკარი გაწყდება, საქონელი და საძოვარი არ ივარგებს", - ამბობს ადგილობრივი.

აქციის მონაწილეების თქმით, "ოცნება" ხელისუფლებაში ჰესის ხელშეშლის დაპირებით მოვიდა.

"იმ დაპირებით რომ მოდიოდნენ პოლიტიკოსები, დღეს რომ კარგად, თბილად სხედან სკამებზე, სად არიან დღეს", - ამბობს ადგილობრივი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რომ თუ ჰესი აშენდება, 500 ჰექტარი მიწა წყლით დაიფარება. ფართობში მოხვდება ტყის მასივი, რამდენიმე სოფელი, ათეულობით ოჯახი. მთლიანად შეიცვლება კლიმატი.

ასევე, ჰესი მთლიანად დაფარავს რიონის ხეობას და საფრთხეში ჩააყენებს 18 მუნიციპალიტეტს. სპეციალისტების თქმით, ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, ქუთაისს 19 წუთში 34მ სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უკვე 21 დღეა, გრძელდება.

აქციის მონაწილეები იმერეთის გუბერნატორს ადანაშაულებენ. მათი თქმით, გუბერნატორი აქციაზე ერთადერთი მიზეზით არ მიდის - იგი საკითხის მიმართ არაკომპეტენტურია და ამის დემონსტრირება არ სურს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი