როცა ფეხბურთისთვის გამოყოფილი მილიონები ქარს მიაქვს - VIP პერსონები VIP ლოჟაში და ფეხბურთის ფედერაციაში

გამოქვეყნდა:

სპორტსმენების ნაწილის სათამაშო ველმა ახლა სხვა სივრცეში გადაინაცვლა. დიდი ფეხბურთის გარდა , როგორც აღმოჩნდა,  კალაძის მეგობრებს "ქართულ ჯიგრულ პონტში" დიდი მეგობრობა აკავშირებთ . საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ბურთის ნაცვლად, ახლა  ერთამანეთს  კოჭს უგორებენ. ბუნებრივია, კახი კალაძის ჩრდილოვანი  კაპიტნობით. ფეხბურთის ფედერაცია კახა კალაძის მეგობრებითაა დაკომპლექტებული:

ლევან კობიაშვილი პრეზიდენტი,

დავით მუჯირი გენერალური მდივანი,

კახა ჭუმბურიძე, პირველი ვიცე-პრეზიდენტი,

ნიკოლოზ ჯღარკავა, ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი - ვიცე-პრეზიდენტები.

ეს მხოლოდ ოფიციალურად, ფედერაციის საიტზე მოცემული სიაა, მაგრამ კახა კალაძის სამეგობროს წარმომადგენლობითი როლი ფეხბურთის ფედერაციაში ამით არ ამოიწურება. სახეზეა კორუფციული გარიგებების კვალიც, რომლებზეც, რასაკვირველია, მხოლოდ ოპოზიცია ლაპარაკობს. 

სერგო შუღაროვი და მისი კომპანია “ტრანსპორტერი", სადაც  მისივე სიძე, ამავდროულად  ფედრაციის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილია მეწილე, კომპანია არაერთ სახელმწიფო ტენდერს იგებს და მათ შორის ხშირად გვხვდება ე.წ გამარტივებული ტენდერების სიაში. "ტრანსპორტერი" 49 მოგებული ტენდერიდან 34-ში მარტო მონაწილეობდა. Როგორც ჩანს, შუღაროვმა თავსი მხირვ ე.წ საძმოს პარტიას ღვაწლი დაუფასა და 60 000 ლარი ამიტომ შესწირა.

კიდევ ერთი კომპანია, სახელად "ბენე", რომელიც საქარათველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კავშირში ფიგურირებს, ლევან ცქიტიშვილის ბიზნესს უკავშირდება. კომპანიას ყველაზე მეტი გამარტივებული ტენდერი ბიძინა ივანიშვილთან დაკაშირებული  "ბლექ სი არენა ჯორჯიასთან" აქვს გაფორმებული. ჯამში, "ბენეს" 36 გამარტივებული ტენდერიდან - 67 881,84  ლარი აქვს მიღებული , ასევე ცქალკე საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებებისთვის 128,600.00  ლარის ტენდერი აქვს მოგებული.  

კიდევ ერთი კოპნიაა, რომელიც ფედერაციის თანამდებობის პირებბთან კავშირშია "ჭავჭავაძე რეზიდენსია" - კომპანიის პარტნიორები არიან ფედერაციის ვიცე პრეზიდენტები აკაკი ჭუმბურიძე  და გოჩა ჯამარაული. Მორიგი კომპოანიაა შპს "გაგრა პლიუსია", მას 140 გამარტივებული ტენდერი აქვს მიღებული - "გაგრა პლიუსის" 33 % წილის მფლობელი ფედერაციის წევრი ბესიკ ჩიხრაძეა. 

როგორც აღმოჩნდა, კახა კალაძემ მეგობრებით დაკომპლექტებული ფედერაცია არ იკმარა და გადაწყვიტა , რომ ფეხბურთელების როლი პოლიტიკაშია მნიშვნელოვანი, ასე ვიხილეთ გოჩა ჯამარაული გარდაბნის მერად და მოგვიანებით კობიაშვილი პარლამენტარად. Პარალელურად კი ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი მილიონები უბრალოდ ქარს მიაქვს, ან უხარისხოდ შერულებულ პროექტებში იხარჯება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი