"ქართული ოცნების" მანკიერი სისტემა მოძრაობა "სირცხვილიას" ახალგარზდებმა ამხილეს. უფრო სწორად, "დატროლეს" - როცა სატელეფონო საუბრებით შეშის "კონტარაბანდა" დაგეგემეს და პოლიციაც, რომელიც ამ ახალგაზრდების საუბრებს უკანონოდ ისმენდა, ხაფანგში შეიმწყვდიეს.
როგორც ახალგაზრდები ამბობენ, აქციაზე შეშა იმ მიზეზით არ მიატანინეს, რომ, შესაძლებელია, მოპარული ყოფილიყო.
ამასთან, საპატრული პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, მედიასთან თქვა, რომ დემონსტრანტებს შეშა, შესაძლოა, თავდასხმისთვის გამოეყენებინათ. გასათბობად კი, უფლება ჰქონდათ, პარლამენტის წინ ელექტროსაშუალებები მიეტანათ.
პარლამენტთან შეშის მიტანის გამო "ოცნებამ" ახალგაზრდები ჯერ "პუტჩისტებად", შემდეგ კი, შეშის გადატანის გამო, კრიმინალებად შერაცხეს. არადა, ქვეყანაში შეშისა და ხეების გადატანის სხვა შემთხვევებიც ყველას ახსოვს.
ალბათ, ბადრი ესებუას სინდისიც ქენჯნის, როცა იმ ახალგაზრდებს უყურებს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ნაჭერი შეშის გადატანის გამო დაიჭირეს. თვითონ კი, საქართველოს არმიის მთელი არსენალით შეიჭრა ბანკში, მაგრამ ამ დრომდე არ დაუჭერიათ.
ბოლოს კი, "ცესკოს" წინ შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევით სისტემამ საკუთარი არსებობა გაამართლა. ეს იმიტომ გააკეთა, რომ სისტემას "მტრის ხატი" სჭირდებოდა - მაშინ, როცა ხელისუფლებამ ნამდვილ ტერორისტებს ვერაფერი მოუხერხა, იძულებული გახდა, საკუთარი უძლეველობის დასამტკიცებად, ტერორისტებად მშვიდობიანი მოქალაქეები გამოეცხადებინა.