ბათუმში ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან. გაყალბებულ არჩევნებს მოქალაქეები დღეს, 5 საათზე, აჭარის მთავრობის სახლის წინ გააპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ცენტრალური კომისიის ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიოციური პარტიის ლიდერები, მხადამჭერები და აქტივისტები საპროტესტო აქციას 8 ნოემბრის შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მართავენ.