თემქაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობისათვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შესახებ საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი.
"უკონფლიქტო ადამიანი იყო, ორ ზედმეტ სიტყვას არ იტყოდა, არაფერი ვიცით მოკვლის მიზეზზე", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ მომხდარზე ორი პირი გუშინ დააკავა და გამოძიება განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, კომენდანტის საათის დროს თბილისის ზღვის უბნის მესამე მიკრო რაონში 36 წლის მიხეილ მელიქიშვილი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი, კვალის დამალვის მიზნით, დააზიანეს. თავს გაქცევით უშველა სახლის მეპატრონემ, ლევან შარუბაშვილმა, რომელიც თავდამსხმელმა რამდენიმე ადგილას დაჭრა.
ავტორი: საბა ბუაძე