ბათუმში ბარიერი გადალახა ქართულმა ოცნებამ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ და ბათილმა ბიულეტინებმა - მირდატ ქამადაძე

გამოქვეყნდა:

ბათუმში ოპოზიციის აქცია დაიწყო, სადაც თბილისის მსგავსად, გაყალბებულ არჩევნებსა და მოპარულ ხმებს აპროტესტებენ. 

აქციის მონაწილეებს ენმ- ძალა ერთობაშიას წევრმა მირდატ ქამადაძემ მიმართა. ქამადაძის თქმით, ერთ მხარეს ახლა დგას მორალურად გაკოტრებული ხელისუფლება, მეორე მხარეს კი ხალხი, რომელსაც ცვლილებები სურს მ ხალხს, რომელიც მოპარულ არჩევნებს აპროტესტებს 

თავისუფლებისთვის ბრძოლა ქართველ ხალხს არ წაუგია და ეს ბრძოლაც მივა გამარჯვებამდე. თითოეულ თქვენგანს გჯერათ ამის და ამიტომ ჩვენი დამარცხება წარმოუდგენელია.

ხელისუფლებას სურს გამარჯვებულად გამოაცხადოს თავი, არადა ყველამ ვნახეთ რამდენი გააყალბეს, ივაჭერს, მოისყიდეს, რამდენი ოქმი გადააკეთეს მაგრამ 48% -ზე მეტი მაინც ვერ დაიწერეს, რადგან ხალხს ცვლილებები უნდა.

ცვლილებების მთავარი მოწინააღმდეგე დღეს დილეტანტების ჯგუფია, არადა ცვლილებები სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ბათუმში ბარიერი გადალახა ქართულმა ოცნებამ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ და ბათილმა ბიულეტინებმა და ამათ სურთ, ეს შემოგვასაღონ როგორც დემოკრატიული პროცესი" მიმართა აქციის მონაწილეებს ქამადაძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი