არ დაგანებებთ თავისუფლებას - ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც ხალხი მოპარულ და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს, აქციის მონაწილეებს მურმან დუმბაძემ მიმართა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
ოპოზიციის ლიდერმა პარალელები გაავლო ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდთან და სამართალდამცველებს ჰკითხა, ახსოვთ თუ არა სად არის ახლა აბაშიძე, რომელიც თავის დროზე ხალხს უპირისპირდებოდა.
ვითომ არ გაყალბებულა, კი ბატონო დავუჯეროთ, ვითომ კრიმინალს არ უმართია , დავიჯეროთ, მისი ოქმებითაც მილიონ 970 000 ამომრჩეველი მოვიდა და მილიონზე მეტმა ადამიანმა ხმა მისცა ოპოზიცური გაერთიანებას.
180 000 ადამიანი მოვიდა საარჩევნო ყუთთან რეგიონალური მასშტაბით და 100 000-მა უარი უთხრა ქართულ ოცნებას, თქვენ ხართ გამარჯვებული. ახლა ვეკითხები პოლიციას ვის იცავთ მთავრობას? - აგერ დგას მთავრობა.
80 000 ადამიანი მოვიდა ბათუმში საარჩევნო ყუთთან, 50 000 ხმა მიიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ, მხოლოდ 30 000 ქართულმა ოცნებამ, ვის იცავ ვის?
არ დაგანებებთ თავისუფლებს... არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხელისუფლებას არ მოეგო ზემო მთიან აჭარაში, არც კომუნისტების დროს და არც 90-იანი წლებიდან, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქართული ოცნება ზემო მთიანმა აჭარამ დაამარცხა, ჩემი ძვირფასო პოლიცია, თქვენ არჩევნებში წააგეთ ხულოში, შუახევში, ხეთაში, ვის იცავ ვის?! - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მურმან დუმბაძემ