+2 - "ქართული ოცნების" პოლიტიკური მძევლების სია იზრდება 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პოლიტიკური მძევლებს გასულ კვირას კიდევ ორი ადამიანი დაემატა. 

ცესკოს სწავლების ცენტრის სპეციალისტს 2020 წლის 15 აგვისტომდე და აკაკი კობალაძეს - რომელიც 31 ოქტომბერს არჩვენებს დმანისში, ბოლნისში, თეთრი წყაროსა და წალკაში აკვირდებოდა.

"მთავარი არხის" ეთერში მიწვეულ ექსპერტებმა 2020 წლის არჩევნების პრობლები სისტემურად შეაფასეს, ანუ, როცა ტოტალური გაყალბების საქმე - დაწყებული იუსტიციის სამინისტროთი ცესკოს გავლით და უმაღლესი სახელისუფლებო პირებით სრულდება.

"ქართული ოცნების" ახალმა პოლიტპატმრებმა გააანალიზეს 13 მექანიზმი, რითაც საპარლამენტო არჩვენები გაყალბდა.

რა ვუყოთ კაცებს, რომლებიც ტელევიზორში ზედმეტს ლაპარაკობენ, გამოსავალი "ქართული ოცნების" შტაბში მეორე დღეს მოიფიქრეს, როდესაც გავრცელდა ცნობა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თაავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის მოულოდნელი გარდაიცვალების შესახებ.

სახელისუფლებო ტელევიზიებით გავრცელდა ვიდეო, რომელიც თითქოსდა ამტკიცებდა გარდაცვლილზე ზეწოლის ფაქტს. სინამდილეში კი, ასახავდა გასაჩივრებული ოქმების განხილვის, უფრო სწორად, არგანხილვის პროცესს. ამის გამო ისნის საოლქო კომისიასთან პროტესტი რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

შსს-მ ჯერ აკაკი კობალაძე დააკავა, აკაკი ხუსკივაძე კი, მოწმედ დაიბარა, მაგრამ მოულოდნელად მოწმის მანქანის ჩხრეკა მოაწყო.

ნონსენსის გამოსასწორებლად პოლიციამ აკაკი ხუსკივაძეს განუცხადა, რომ ის მოწმე აღარ არის და ბრალდებულია. 

მოწმის დაკავების შემდეგ, გაჩხრიკეს მოწმის საგულშემატკივროდ მოსული მეგობრის მანქანა და შემდეგ მოწმის მეგობრის მეგობრის ავტომობილიც

ამასობაში, შინაგან საქმეთა სამინისრო ჩამოყალიბდა და წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღწერა, - თითქოს დაკავებულები გარდაცვლილს სთავაზობდნენ 50 000 დოლარს ქრთამის სახით იმისთვის, რომ და არჩევნების გაყალბებაზე საჯაროდ ესაუბრა და თანამდებობიდან გადამდგარიყო.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს და ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, და თითქოს, ეს აღმოჩნდა ისნის საოლქოს თავმჯდომარის გარდაცვალების მიზეზიც.

ბრალდება მთლიანად მოწმეებს დაეყრდნო. პირველი მოწმე ზაალ ზაალიშვილია -  სხვადასხვა დროს სხადასხვა უწყებაშიი თანამდებობის პირების თანაშემწის პოზიციებზე მუშაობა დაცვის მხარეს ძალიან აგონებს ოდეერის კლასიკურ პროფესიულ რეზიუმეს.

ზაალიშვილი ამტკიცებს, რომ თედო გობეჯიშვილი მას პირადად გაენდო, საქმის მეორე მოწმე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი მიუთითებს, რომ გარდაცვლილმა მასაც შეატყობინა იგივე, ოღონდ ტელეფონით.

მოწმეთა მტკიცებით ბავშობის ორმა მეგობარმა გარდაცვლილს მისი დეიდის სახლში ჯერ ქრთამი შესთავაზეს და შემდეგ დაემუქრნენ, თედო გობეჯიშვილი ერთ-ერთს შინ ესტუმრა.

თედო გობეჯიშვილი მეგობრის სახლიდან დილის 8 საათზე გავიდა. შინ 9 საათისთვის დაბრუნდა. მოწმე კი, ამტკიცებს, რომ გარდაცვლილის მეუღლემ სატელეფონო საუბრისას უთხრა, თითქოს თედო გობეჯიშვილის

"მთელი ღამის განმავლობაში არ სძინებია, იყო უკიდურესად აღელვებული და განერვიულებული, ჩაეძინა გამთენიისას და მოგვიანებით ნახა უკვე გარდაცვლილი". 

ეს თედო გობეჯიშვილის ცოლის ნამდვილი ჩენებაა:

„მიპასუხა ღამის 4-5 საათისთვის. მითხრა, რომ იყო აკაკი კობალაძის ოჯახში მის მეუღლე საფოსთან ერთად და მალე მოვიდოდა, რის შემდეგაც მე დავწყნარდი. საუბრისას არანაირი აღელვება არ შემიმჩნევია, პირიქით, იყო კარგ განწყობაზე“.

თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაიცვალა, მიზეზად გულის შეტეევა დასახელდა.

თედო გობეჯიშვილის მეგობრები სასამართლოში 9 ნოემბერს მიიყვანეს. მაგრამ ვიდრე მხარეებს მოუსმენდნენ, ბრალდებულები თავის სიტყვას წარმოთქვამდნენ და 2 საათით ადრე, ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას დაწერდა, გადაწყვეტილება "იმედიდან" წაგვიკითხეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი