გასაჩივრებული შედეგები - სისტემური პრობლემები უბნებზე, დისბალანსი და ხელმოწერები, რომლითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს

გამოქვეყნდა:

გლდანის 99-ე უბანზე ამ არჩევნებისთვის დამახასიათებელმა ბევრმა პრობლემამ მოიყარა თავი. როგორც ბევრ სხვა უბანზე, აქაც შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ დაჯდა. თან არც პროპორციულ ოქმში არც მაჟორიტარულში. მეორე დღეს შესწორების ოქმებში ჩაწერეს, რომ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ერთგან 6 უნდა იყოს, მეორეგან კი 36, მანამდე ორივეში 69 ეწერა, ანუ 96 ხმა შეეშალათ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი გიგი ჩიხლაძე ამბობს, რომ ოქმის შესწორება კომისიის ერთ-ერთი წევრის პირადი ჩანაწერების საფუძველზე მოხდა, რაც არასწორია. საჩივარში ორგანიზაცია ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.

გამჭვირვალობის იურისტი ამბობს, რომ გლდანის საოლქო კომისიაში მოითხოვეს, ეს წიგნი მაინც გაეხსნათ, რომ შემაჯამებელი ოქმი ოფიციალური ჩანაწერისთვის შეედარებინათ და კომისიის წევრის პირადი ჩანაწერისა და მისი კეთილსინდისიერების იმედად არ დარჩენილიყვნენ. საოლქო კომისიამ არც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

შესწორების ოქმს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ხელი არ მოაწერა. მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო პროცესზე სათანადო დაკვირვების საშუალებას არ აძლევდა.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან ჩიქვინიძესაც ვკითხეთ, როგორ დათანხმდნენ მონაცემების გადასწორებას ისე, რომ ოფიციალური ჩანაწერები არ შეამოწმეს.

ოპოზიციური პარტიის ევროპული საქართველოს წარმომადგენელს თამარ ნატრიაშვილსაც ვკითხეთ, როგორ შესწორდა მონაცემები, მან დაგვიდასტურა, რომ ოქმი არაოფიციალური ჩანაწერის მიხედვით გასწორდა.

ცესკოს მონაცემებით, დისბალანსი 944 უბნის შემაჯამებელ ოქმებში იყო. შესწორების ოქმები უმეტესად გადათვლის და სხვა ოფიციალური დოკუმენტების გარეშე, უბნებზე ზეპირი განცხადებების საფუძველზე დაიწერა და საჩივრის ავტორებმა საოლქო კომისიებიდანაც და სასამართლოდანაც დოკუმენტაციის გახსნაზე უარი მიიღეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 99-ე უბნის შესწორების ოქმებში გაკეთებულ ხელმოწერებსაც ეჭვქვეშ აყენებს და ფიქრობს, რომ ამ უბნით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს:

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აიფაქტის ჟურნალისტებმა შემაჯამებელი ოქმები დეტალურად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ შესწორების შემდეგაც შემაჯამებელ ოქმებში უზუსტობები მაინც დარჩა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოცდაათივე ოლქში კვლავ დისბალანსია.

დისბალანსი ორნაირია: ერთი, როცა ბიულეტენები უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობაზე ნაკლებია. ასეთ დისბალანსს ცესკო არ უარყოფს და შედარებით ნაკლებ დარღვევად მიიჩნევს, მაგრამ როდესაც უბანზე უფრო მეტი ბიულეტენია ვიდრე ამომრჩეველი მივიდა, ეს დიდი ალბათობით ბიულეტენების ჩაყრაზე მიუთითებს და შედეგების გაბათილების საფუძველიც შეიძლება გახდეს. "აი ფაქტმა" კიდევ ერთხელ გადაამოწმა რომ უბნების საბოლოო და უკვე გასწორებულ ოქმებში კვლავ არის მეტობები. მაგალითად, ვაკეში 76-ე უბანზე, აუხსნელად მეტია 5 ბიულეტენი სამგორში 91-ე უბანზე მეტია სამი ბიულეტენი გურჯაანში, მესამე უბანზე მეტია 3 ხმა ბათუმში 53 -ე უბანზე მეტია 4 ხმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი