საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბათუმის დღევანდელ აქციას ფეისბუქით გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა მოქალქეების შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა. მათ შორის პასუხი გასცა მოსაზრებას - "სანამ მიშა არ ჩამოვა, არაფერი გვეშველება".
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს არის ივანიშვილის და სუს-ის ლოზინგი და ახლა არის საერთო ბრძოლა და არა კონკრეტული პიროვნებების - "მე არ მგონია, რომ ჩენი თემა უნდა იყოს ახლა მთავარი, ახლა თქვენი საკითხი დგას და არა სააკაშვილის, ან სხვა ადამიანის", - ამბობს მესამე პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ივანიშვილის ინტერესი და პროპაგანდა საერთო ნიჰილიზმისა და უიმედობის დათესვაა საზოგადოებაში, რომ არაფერი გამოვა და არაფერს აქვს აზრი.
მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეებმა ასევე ჰკითხეს, რატომ არ ერთვება ის აქციების მიმდინარეობისას ლაივ-რეჟიმში, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს მისი სურვილია.
მე თვითონ არ ვერთვები. გერთვებით, გვაქვს კომუნიკაციის საშუალება. მე არ მგონია, რომ ჩემი თემა უნდა იყოს მთავარი თემა, ახლა. მე მენატრება ჩემი სამშობლო, გიჟივით. მაგრამ ჩემ პირად ემოციებზე მაღლა ვდგავარ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი
აქვე გეტყვით, რომ ოპოზიციის პროტესტმა დღეს ბათუმში გადაინაცვლა. მოწოდებები და მოთხოვნები უცვლელია - ბოიკოტი გაყალბებულ არჩევნებს.