"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას, ოფისის დაწვეს. 

როგორც შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დამნაშავეები "მთლიანად აპირებდნენ შენობის დაწვას, მაგრამ ვერ მოასწრეს ადგილზე პოლიციის დროულად მობილიზების გამო". 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ჩამსხვრეულია ოფისის ფანჯარა და დამწვარია ავეჯი. დამნაშავეებიის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

"დილის 6-ის წუთებზე შევიტყვეთ, რომ ოფისში ხანძარია. დაგვხვდა ჩამსხვრეული შუშები და შენობაში შეგდებული ბენზინის 2 ბოთლი. იმედი მაქვს, გამოიძიებენ ამ საზიზღრობას", - ამბობს შტაბის ხელმძღვანელი.

ადგილზე ამ დროისთვის ვიდეოკამერების ჩანაწერებს ათვალიერებენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი