თემქაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ ნარიმანიძის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. წინასწარ პატიმრობა შეეფარდა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მასთან ერთად დაკავებულ მეორე პირსაც.
როდის გაიმართება მომდევნო სასამრთლო პროცესი ჯერჯერობით უცნობია.
მკვლელობა თემქაზე 13 ნოემბერს მოხდა.
თბილისის ზღვის უბნის მესამე მიკრო რაონში 36 წლის მიხეილ მელიქიშვილი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი, ცხედარი კვალის დამალვის მიზნით, დააზიანეს.
თავს გაქცევით უშველა სახლის მეპატრონემ, ლევან შარუბაშვილმა, რომელიც თავდამსხმელმა რამდენიმე ადგილას დაჭრა.
მომხდარზე გამძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით , რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლევან შარუბაშვილმა მომხდარის დეტალები დღეს სასამართლო პროცესის დაწყებამდე, "მთავართან" ინტერვიუში გაიხსენა.