კობიაშვილ-კალაძე და ძმები შუკაკიძეები-მელიამ მისი შტაბის გადაწვის ორგანიზატორები და შემსრულებლები დაასახელა 

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიამ ის პირები დაასახელა, ვინც მისი ინფორმაციით, გლდანში, მისი საარჩევნო შტაბი გადაწვა. მელია ორგანიზატორად კალაძე-კობიაშვილს, შემსრულებლებად კი ე.წ. კანონიერ ქურდ ნოდარ შუკაკიძეს და მის ძმას, ლევან შუკაკიძეს ასახელებს. მელიას თქმით, ნოდარ შუკაკიძე ამჟამად საბერძნეთში, საპატიმროშია, თუმცა მუდმივი კავშირი აქვს გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან, ხოლო მის ძმას, ლევან შუკაკიძეს სუს-თან:

რევანშისტულმა მოძალადე ხელისუფლებამ დღეს გადაწვა შტაბი. დავასახელებ კონკრეტულ პირებს, ვინც მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ კობიაშვილ-კალაძესთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი "კანონიერი ქურდი" ნოდარ შუკაკიძე, რომელიც იმყოფება საბერძნეთის საპატიმროში და აქვს ყველდღიური კონტაქტი ტელეფონით გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან და მისი ძმა, ლევან შუკაკიძე, სუს-თან ასევე მჭიდრო კავშირში მყოფი - ამბობს მელია.

მისივე თქმით, გადამწვარი საარჩევნო შტაბი მდებარეობს გლდანის იმ მიკრორაიონში, რომელიც მან დამაჯერებლად მოიგო და დაამარცხა პირველ ტურში ლევან კობიაშვილი. 

ნიკა მელიას შტაბს ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა. თავდამსხმელებმა ე.წ. მოლოტოვი კოქტეილები შეყარეს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი