მდუმარე აქცია ოპერიდან მელიქიშვილამდე - ოპოზიცია პომპეოს ვიზიტის დროს, პროტესტის ფორმაზე შეთანხმდა

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მშვიდობიანი ინფორმაციული და მასშტაბური აქციით დახვდება.

მაიკ პომპეო საქართველში ხვალ, 17 ნოემბერს ჩამოვა. 

ოპოზიციის გადაწყვეტილებით აქცია ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მეორე დღეს, 18 ნოემბერს 11 საათზე გაიმართება. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები თბილისში, ოპერის შენობასთან, მელიქიშვილის გამზირზე და რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან.  

მდუმარე აქციის მონაწილეებს თან ექნებათ პლაკატები წარწერით - "არჩევნები გაყალბებულია" .

ამ ფორმით აქციის მონაწილეები ამერიკელ მაღალჩინოსანს მოპარულ არჩევნებთან დაკავშირებით, ხმას მიაწვდიან.  

რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 21 ნოემბერს ჩაინიშნა, ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს და ამ დრომდე მოლაპარაკება მიმდინარეობს საკითხზე, თუ რა ფორმით გამოხატავენ პროტესტს. 

შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში, 17-18 ნოემბერს, 2 დღიანი ვიზიტით ჩამოდის.
ამ ორი დღის განმალვობაში რუსთაველი მოფენილი იქნება სტიკერებით, რომლებზეც ეწერება "გაყალბებულია".

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი