არჩევნები საკონსტიტუციო და საარჩევნო სტანდარტების დარღვევით ჩატარდა - IRI-ს მწვავე დასკვნა

გამოქვეყნდა:

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა საერთაშორისო სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა და ქვეყანა პოლიტიკური კრიზისშია.

ხელისუფლების კრიტიკის გარდა, მწვავე შეფასება დაიმსახურა ცესკო-ს მუშაობამაც. როგორც ორგანიზაციის შუალედურ დასკვნაშია მითითებული ,შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსმა და ხმების გადათვლის შეფერხებამ, საარჩევო ადმინისტრაციის გამჭვირვალობა ეჭვქვეშ დააყენა და ამომრჩევლის ნდობა დაკარგა.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო, მოსყიდვები, არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევები კრიტიკას ნამდვილად იმსახურებს.

უკიდურესად მწვავე ანგარიში, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ასახავს - ასე ეხმაურებიან IRI-ის ანგარიშს ოპოზიციაში.

"ოცნება" კრიტიკას ტრადიციულად პასუხობს და უნდობლობას უცხადებს ყველას, ვისაც არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფითი შეფასება აქვს.

​IRI ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს და მოუწოდებს, რომ დროულად გამოიძიონ ძალადობის შემთხვევები, სწრაფად მოხდეს საჩივრების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში ხმები გადაითვალის. 

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებს კრიზისის განმუხტვის მიზნით, კონსტრუქციულ დიალოგს ურჩევს.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი