მაიკ პომპეოს ვიზიტის მეორე დღეს, 18 ნოემბერს, 11 საათზე ოპოზიციის ლიდერები ელოდებიან ყველა იმ ადამიანს, ვინც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს
ლიდერებიც და მათი მხარდამჭერებიც, რამდენიმე ადგილზე შეიკრიბებიან: მივლენ რუსთაველის გამზირზე ოპერასთან, რესპუბლიკის მოედანზე და მელიქიშვილზე ფილარმონიასთან. ეს იქნება მდუმარე აქცია მთავარი გზავნილით, "არჩევნები გაყალბებულია!"
აქციის დეტალებზე დღეს ოპოზიციის ლიდერებმა ორი შეხვედრა გამართეს. "ლელო საქართველოსთვის" ოფისში ტექნიკური საკითხები განიხილეს, თუმცა დილიდან ამ თემაზე მსჯელობდნენ ლეიბორისტული პარტიის ოფისში, სადაც 18 ნოემბრის მდუმარე, საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით პოზიციები საბოლოოდ შეაჯერეს.
დღეს ოპოზიციის ლიდერებმა მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზეც იმსჯელეს.
მმართველი გუნდის ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ მაიკ პოპეოს ვიზიტის შემდეგ "ქართული ოცნება'' გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს, თუმცა რა წინადადებით მივა მორიგ შეხვედრაზე ეს არ იციან. ამ ეტაპზე არც თარიღია ცნობილი.
მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში მთავარი გზავნილია კრემლისთვის - ასე ფიქრობს შეერთებული შტატების ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი.
მაიკ პომპეოს თავდაცვის ექსპერტები ღია წერილს უგზავნიან და საქართველოში ამერიკის ბაზების განთავსებას სთხოვენ.
მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ არ არის გამორიცხული ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ფორმატი გაფართოვდეს და მოლაპარაკებებს დაემატოს ყველა იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლად, ვინც ვერ გადალახა ბარიერი.