სასუნთქი აპარატები და საწოლები იწურება-ხელისუფლება სამედიცინო ტექნიკის შეძენას ახლა იწყებს

გამოქვეყნდა:

კორონავირუსმა ჯანდაცვის სისტემა თითქმის მთლიანად გაანადგურა.

კოვიდინფიცირებული მოქალაქეების დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობაა. 

ეპიდვითარება კიდევ უფრო გაამწვავა იმან, რომ პანდემიის მეორე ტალღას ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა. 

"ქართული ოცნების" მთავრობამ ზაფხულის თვეებში საჭირო ინფრასტრუქტურა ვერ მოაწესრიგა, თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო, კორუფციულად გადანაწილდა.  ექსპერტები ამბობენ ამის გამო მთავრობამ რეაგირება დააგვიანა.

ხელისუფლებამ მხოლოდ ახლა დაიწყო სამედიცინო სექტორის აღჭურვა სასუნთქი აპარატებით. საპარტნიორო ფონდის დახმარებით მთავრობამ ახლა უნდა შეიძინოს ტექნიკა, რომლის ტრანსპორტირებასაც დრო სჭირდება, საბოლოოდ კი აპარატების პაციენტებამდე მიტანა თითქმის ერთი თვით გაჭიანურდება. 

პანდემიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოში ამ დრომდე არ აქვთ მოძებნილი ადგილები ინფიცირების მასშტაბური ზრდის შემთხვევაში სად გადაიყვანენ მოქალაქეებს. ერთერთ ვერსიად ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტალები მოეწყოს საგამოფენო სივრცეებსა და სამხედრო დაწესებულებებში, თუმცა როდის, ეს უცნობია.

არასწორი მენეჯმენტის გამო გართულებულ ეპიდვითარების გამოსწორებას ხელისუფლება ისევ ახალი შეზღუდვებით აპირებს. როდის და როგორ გამკაცრდება გადაადგილება, ამას საკოორდინაციო საბჭო უახლოეს დღებში გადაწყვეტს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი