აჭარის მთავრობის სახლთან მოძრაობა "არ დათმოს" წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა. მიზეზი სტიკერები გახდა, რომლის გაკვრასაც მოძრაობის წევრები, აჭარის მთავრობის შენობაზე ცდილობდნენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
მოძრაობა "არ დათმო" 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.
დამატებითი დეტალები აჭარიდან 6 საათიან "მთავარში"