ბათუმის, აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირების დროს პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა, მათ შორის არის ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენელი ჯელალ ქიქავა.
დაპირისპირებისას ცუდად გახდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხმაური კი აჭარის მთავრობის სახლთან, მოძრობა "არ დათმოს" წევრების მხრიდან, შენობის ფასადზე სტიკერების გაკვრის მცდელობას მოჰყვა, რისი საშუალებაც პოლიცამ სამოქალაქო აქტივისტებს არ მოსცა.
"არ დათმო" გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს