მაიკ პომპეოს მოლოდინში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომენტარს აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამბობს, "ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვინდა აშშ-სთან დაახლოება, ჩვენ გვინდა შტატების მუდმივი ყოფნა საქართველოში".
იქნება თუ არა საუაბარი მუდმივ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე, მინისტრი პასუხობს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გატარებული საქმიანობები, რომელიც ამ დრომდე განხორციელდა, ასევე ჯაველინების სისტემის გადმოცემა - "ეს ის მაგალითებია, რაზეც დგას და აძლიერებს მდგრადობას" ორ ქვეყანას შორის.
"ყველა საკითხზე იქნება მსჯელობა, სად ვართ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას" - დასძენს მინისტრი.
აქვე დავით ზალკალიანი ამატებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია იმ რეგიონული პოლიტიკის გათავლისწინებით, რომელიც ახლა არსებობს.
"ამ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მართლაც უაღრსესად მნიშვნელოვანია. ჩვენი დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ამ ვიზიტზე, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ზუსტად ამ დროს და ამ პერიოდს დაემთხვა - თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი შედგა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ საქართველო ამერიკისთვის, რეგიონში, ყველაზე ახლო მოკავშირეა - საქართველო არის აშშ-ის ყველაზე ძლიერი დასაყრდნელი, ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაშ განხორციელდა ამ ადმინისტრაციასთან და ის შეფასებები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ყველა თანხმდება, როგორც საქართველ ასევე ამერიკული მხარე, როგოროც არასდროს ისეთ მაღალ ნიშნულზეა ეს პარტნიორობა ყველა მიმართულებით" - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეოს თბილისში ამ წუთებში ელოდებიან. ოფიციალური შეხვედრები კი ხვალ გაიმართება.