დიპლომატი და აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი სტატიას აქვეყნებს ცენტრალური ევროპის პოლიტიკის ანალიზის - CEPA-ს საიტზე, სადაც წერს, რომ მაიკ პომპეომ სტრატეგიული ხედვა უნდა ჩამოაყალიბოს სამხრეთ კავკასიისთვის, მისი თბილისში ვიზიტის დროს.
აქვე კურტ ვოკერი წერს, რომ მდივან პომპეომ, როგორც არჩევნებზე გაყალბებების გამოძიება უნდა მოითხოვოს, ასევე ხაზი უნდა გასუვას დემოკრატიას, რაც რთული მისიაა.
სტატიას სრულად გთავაზობთ:
მდივანმა პომპეომ უნდა ჩამოაყალიბოს ამბიციური კოოპერაციული, ორპარტიული, სტრატეგიული ხედვა სამხრეთ კავკასიისთვის, მისი თბილისში ვიზიტის დროს –საქართველო როგორც რეგიონალური ჭანჭიკი
მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17 ნოემბერს საქართველოში, იქნება აშშ–ის სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტი 2016 წელს, ჯონ კერის ვიზიტის შემდეგ. ვიზიტი საქართველოსა და რეგიონისთვის კრიტიკულ დროსაა დანიშნული. პომპეოს ვიზიტი იქნება საუკეთესო, თუ ის ისეთ კოოპერაციულ, სტრატეგიულ ნაბიჯებს გადადგამს, რასაც ბაიდენის მომავალი ადმინისტრაციაც დაეთანხმება.
კავკასიის რეგიონში დაძაბულობაა, საქართველოს მეზობელმა სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ოქტომბრის სასტიკი ბრძოლების შემდეგ, რუსეთის შუამავლობით მოლაპარაკება გააფორმეს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, აზერბაიჯანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების გამაგრებას დათანხმდა.
ეს ნიშნავს, რომ პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს ყავს სამხედრო ძალები კავკასიის სამივე ქვეყანაში, სომხეთში – მიწვევით, აზერბაიჯანში – როგორც სამშვიდობო ძალები, საქართველოში კი, ოკუპანტი ძალები აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიაზე არიან გამაგრებული. რუსეთის მცოცავი იმპერიის მშენებლობის გზაზე, საქართველო, რომელიც რეგიონში ყველაზე წარმატებული დემოკრატიის მქონე და დასავლური ორიენტაციის ქვეყანაა, ზეწოლას განიცდის. საქართველოს ჭირდება აშშ–ისა და ევროკავშირის უფრო მეტი ჩართულობა და დახმარება, რუსეთის ნაბიჯების წინააღმდეგ.
რეგიონულ პოლიტიკურ სიტუაციას ძაბავს საქართველოში ჩატარებული შიდა არჩევნებიც, ცესკოს თანახმად, მმართველმა პარტიამ 48%–ით მოიგო, რაც საკმარისია რომ მთავრობას კოალიციური პარტიები არ ჭირდებოდეს. გაერთიანებული ოპოზიცია ამ შედეგებს არ ეთანხმება და მთელ რიგ საარჩევნო დარღვევებს წარმოაჩენს, რაც უნდა გამოიძიონ. თავად გაერთიანებული ოპოზიციის აზრი კი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე, იყოფა. მიხეილ სააკშვილის პარტიამ, არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა.
ამგვარად, მდივან პომპეოს რთული მისია აკისრია. მან როგორც არჩევნებზე გაყალბებების გამოძიება უნდა მოითხოვოს, ასევე ხაზი უნდა გაუსვას, რომ დემოკრატია, მთავრობისა და ოპოზიციის ერთობლივ, ძლიერ თანაარსებობაზე დგას. გამოძიება მოგებულმა მმართველმა პარტიამ უნდა აწარმოოს, წაგებულებმა თავიანთი ადგილი უნდა დაიკავონ პარლამენტში და ერთად შეუწყონ ხელი დემოკრატიის განვითარებას.
პოლიტიკურ დაძაბულობას, საქართველოში კორონავირუსის პანდემიაც ერთვის. აშშ–ისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც ინფიცირების შემთხვევები იზრდება. ვირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა, საქართველოს ეკონომიკაზე უკვე იმოქმედა და ასეც გაგრძელდება. ეკონომიკური აღდგენისთვის საქართველოს ახალი სამუშაო ადგილები სჭირდება, რაც მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მოზიდვით მოხერხდება, ამისთვის საქართველოს აშშ–სა და ევროპასთან კავშირების გაძლიერება სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მსოფლიო ბანკის რეიტინგში, ბიზნესის იოლად კეთების შესაძლებლობით, თავი გამოიჩინა, უცხოელები ქვეყანაში ინვესტიციებისგან თავს იკავებენ, რაც საქართველოს მცირე სავაჭრო ბაზრის, გეოგრაფიის, ასევე სასამართლო შეზღუდვებისა და ინვესტორებზე მოსალოდნელი პოლიტიკური ზეწოლის გამო ხდება. ამის მაგალითია, „კავკასუს ონლაინში“ ინვესტიციების შეფერხების გადაწყვეტილება მთავრობისა და სასამართლოსგან. ასევე, წინა წლის კოლაფსი ანაკლიის პორტის მშენებლობაში, რაც ასევე მთავრობამ შეზღუდა და აფერხებს ინვესტორებს.
საქართველოს სჭირდება, რომ პატარა ქვეყნისა და მცირე ბაზრის ნარატივი, შეცვალოს როგორც აზიის და ევროპის კორიდორმა, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელმა ქვეყანამ, თუ არადა საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი არ იქნება. როგორც დასავლური, უსაფრთხო, კანონმორჩილი და ინვესტიციებისთვის ღია ქვეყანას, საქართველოს შეუძლია გახდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური, ლოჯისტიკური და კიბერ გზაჯვარედინი, ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, რეგიონის მოთამაშეებისთვის.
აშშ–ს ჩართულობის გაზრიდა და საქართველოს შიდა პოლიტიკური დაძაბულობის აღმოფხვრის მხარდაჭერის კვალდაკვალ, პომპეოს აქვს შესაძლებლობა რეგიონში საქართველოს ეკონომიკური გავლენა წამოწიოს წინ. მას შეუძლია, დაამტკიცოს საქართველოში აშშ–ს ინიციატივა, რომ საქართველოში აშშ–ის რეგიონალური ფინანსური განვითარების კორპორაცია შეიქმნას, ასევე პომეპოს შეუძლია დახმარება შესთავაზოს ქვეყანას ინვესტორების მოზიდვაში და ჩამოაყალიბოს სტრატეგიული ხედვა, რომელსაც აშშ–ის შემდეგი მთავრობის ადმინისტრაციაც მიჰყვება.
რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის მოგერიებისთვის, აშშ–ს შეუძლია კავკასიელი ვეფხვს აღდგომაში დაეხმაროს."