მივესალმები პომპეოს მოადგილესთან გაუთვალისიწნებელი შეხვედრის ჩანიშვნას - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხიელ სააკაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან "გაუთვალისწინებელი" შეხვედრის ჩანიშნავს, ეხმაურება და ამბობს, რომ ფაქტს მიესალმება. ამ თემაზე ის პოსტს საკუთარ Facebook-ზე ავრცელებს.

"მივესალმები, რომ ჩაინიშნა გაუთვალისწინებელი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან - ფილიპ რიკერთან, რომელიც ყველაზე მაღალი დონის დიპლომატია ევროპის და გარშემო დიდ რეგიონში აშშ მხრიდან, რომელიც კონკრეტულად აღჭურვილია უფლებამოსილებით ეს საკითხები გადაწყვიტოს. შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციასთან, არ იყო პროტოკოლში, რაც რა თქმა უნდა ჩემი აზრით არ იყო სწორი - ახლა ის ჩაინიშნა.

ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლების ერთიანობაზე და სიმტკიცეზეა უკვე ყველაფერი დამოკიდებული", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფილიპ რიკს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხვდებიან. ისინი შეხვედრაზე არჩევნების თემას განიხილავენ. 

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ პომპეო ყველა აქტუალური თემით დაინტერესდა, მათ შორის ანაკლიის პორტით, კარტოგრაფების საქმით თუ სხვა.

ცნობისთვის, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რომელიც საქართველოში ორ დღიანი ვიზიტით, ოფიციალური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა, საქართველო უკვე დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი