COVID-19-ის ვაქცინა თითქმის 95%-ით ეფექტურია - Moderna

გამოქვეყნდა:

COVID-19-ის პოტენციური ვაქცინა 95%-ით ეფექტურია - ინფორმაციას BBC ავრცელებს. ვაქცინა ამერიკულ კომპანიას, Moderna-ს ეკუთხვნის. 

მსგავსი შედეგი აქვს აშშ-ს ფარმაცევტული კომპანია, Pfizer-საც, რაც ზრდის იმის სანდოობას, რომ ვაქცინა მსოფლიოს პანდემიის დასრულებაში დაეხმარება. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინების შემუშავებისას ორივე კომპანია ინოვაციურ და ექსპერიმენტულ მიდგომას იყენებს.

ცნობისთვის, Moderna-ს კვლევაში 30 000 პირი მონაწილეობდა. მათმა ნახევარმა ვაქცინის ორი დოზა 4-კვირიანი შუალედით მიიღო, დანარჩენმა კი - პლაცებო.

კვლევის მონაწილეებს შორის, COVID-19 მხოლოდ 95 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან აცრილი ჯგუფის წარმოამდგენელი მხოლოდ 5 იყო, ხოლო 90 იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც პლაცებოს იღებდა.

"ეს არის შედეგები, რომლებსაც ეფექტური და კარგი იმუნური რეაგირების გამომწვევი ვაქცინისგან ველოდებით", - თქვა პროფესორმა პიტერ ოფენშოუმ.

ცნობისთვის, 1 კვირის წინ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Pfizer და გერმანული BioNTech ამბობდნენ, რომ მათ მიერ შემუშავებული COVID-19-ის პოტენციური ვაქცინა 90%-ით ეფექტური იყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა.

ბიოტექნიკური კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელი და პოტენციური ვაქცინის გამომგონებელი, უღურ შაჰინი, ამბობს, რომ ნორმალურ ცხოვრებას მომავალი წლის ბოლოს დავუბრუნდებით.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი