დარღვევები არჩევნებზე, პოლიტპატიმრები, მიტაცებული ინსტიტუტები - მესამე სექტორის გზავნილები რიკერისთვის

გამოქვეყნდა:

თბილისიდან მაიკ პომპეოს გამგზავრების შემდეგ მისმა თანაშემწემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის ევროპისა და ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვა მოისმინა 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ. 

მესამე სექტორის წარმომადგენელთა თქმით, მათ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მიტაცებულია ერთი ოლიგარქის მიერ. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრების შესახებაც ისაუბრეს, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია სახმდივნის თანაშემწეს იმის თაობაზე, რომ სასამართლო ქვეყანაში, ფაქტობრივად არ არსებობს.

ვსაუბრობდით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, მედიაზე თავდასხმაზე, იმაზე, რა ხდებოდა არჩევნების დღეს: მოსყიდვა, დაშინება, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.

გვანცა წულუკიძე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან" ამბობს, რომ ყურადღება გამახვილდა გიორგი რურუას, ასევე კარტოგრაფების საქმეზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, რომლებსაც უკანონოდ აკავებენ და იმ ორ მონიტორზე, რომლებიც მათივე მეგობრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს. 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი(EPRC)-ს ხელმძღვანელი, ნინო ევგენიძე ამბობს, რომ შერხვედრაზე ბიძინა ივანიშვილიც ახსენეს, და ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მიტაცებულია ერთი ოლიგარქის მიერ, რომელიც ცდილობს, ჯიბეში იყოლიოს ეს ინსტიტუტები

ფილიპ რიკერი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა.  ამერიკელი დიპლომატი აშშ–ის სახელმწიფო უწყებაში ევროპულ და ევრაზიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ის მაიკ პომპეოს ტურნეში, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მდივანი საქართველოშიც ჩამოვიდა, თან ახლდა. თუმცა, ის ახლაც თბილისშია და როგორც ცნობილია შეხვედრებს მართავს. 

ცნობისთვის,  ფილიპ რიკერი საქართველოში 2019 წლის სექტემბერშიც ჩამოვიდა, აშშ–ისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი და სოფელ ოძისთან საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი