პომპეოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება - აშშ-ს სახ.მდივანი წავიდა, მაგრამ წარმომადგენელი დატოვა

გამოქვეყნდა:

აშშ-ს პირველმა დიპლომატმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. მისი წარმომადგენელი ფილიპ რიკერი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხს კურირებს, თბილისში საგანგებოდ დატოვა და ოპოზიციასთან მოლაპარაკება ჩაინიშნა. 

მასობრივად გაყალბებული არჩევნების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან პირადად მოისმინა არგუმენტები თუ რატომ ამბობს უარს ოპოზიცია მანდატებზე და რატომ არ შედიან ისინი პარლამენტში. 

ოპოზიციას არ დაუმალავს რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა გამოთქვა მოსაზრება - უკეთესი ხომ არ იქნებოდა პარლამენტში შესვლა და პოლიტიკური ბრძოლის საკანონმდებლო ორგანოდან გაგრძელება. 

ოპოზიციის ყველა ლიდერს დიალოგი ამ ნაწილში საერთო პოზიცია აქვს - ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნა ძალაში რჩება - გაიმართოს განმეორებითი არჩევნები. 

ფილიპ რიკერი წლების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპულ და ევრაზიის საკითხებზე მუშაობს. ის კარგად იცნობს საქართველოს. პირადად არის ჩასული საოკუპაციო ხაზთან და არაერთხელ მიუღია მონაწილეობა  თბილისში, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციებში. 

მძიმე პოლიტიკური კრიზისის მიზეზები სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა არამხოლოდ ოპოზიციისგან, არამედ არასამთავრობოებისგან პირადად მოისმინა. მესამე სექტორთან შეხვედრა ფილიპ რიკერმა ონლაინ რეჟიმში გამართა. 

მაიკ პომპეომ პირადად მიიღო მესამე სექტორის ის წარმომადგენლები, ვინც წლების განმავლობაში ქვეყნაში სასამართლო რეფორმაზე მუშაობენ. შეხვედრაზე დაინტერესდა ე.წ. კლანის მუშაობით. 

მესამე სექტორმა ინფორმაცია 20 ივნისზე, პოლიტპატიმრებზე მათ შორის გიორგი რურუაზე, კარტოგრაფებზე- ივერი მელაშვილზე და ნატალია ილიჩოვაზე მიაწოდა. განხილვის თემა იყო ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხიც. 

ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა მზად არის მხარდაჭერისთვის და აპირებს რომ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის ფუნქცია იტვირთოს. 

კვირის ბოლომდე მოლაპარაკების მესამე რაუნდიც გაიმართება, სადაც ოპოზიცია კონკრეტული წინადადებებით ბიძინა ივანიშვილს გუნდს ელოდება.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი