თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა თანადგომისთვის - თენგიზ ცერცვაძე ზურაბიშვილს

გამოქვეყნდა:

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი Facebook-ზე ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ინფიცირებული ექიმი მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილს. 

"თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, უდიდეს მადლობას მოგახსენებთ თქვენს მიერ გამოხატული ყურადღებისა და თანადგომისათვის ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩვენი მოკრძალებული საქმიანობის პოზიტიური შეფასებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და სრული მხარდაჭერა თქვენს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. დღეს ჩვენი ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების (მათ შორის პანდემიის) წინაშე და თქვენი, როგორც პრეზიდენტის და პიროვნების ფაქტორი ამ გამოწვევების წარმატებით დაძლევაში მნიშვნელოვანია", - წერია განცხადებაში. 

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ინფიცირებულია მისი ცოლიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი