თენგიზ ცერცვაძის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდა, მკურნალობას ისიც სახლში აგრძელებს

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკამ გაავრცელა. დღეს, 17 ნოემბერს, დილით ცნობილი გახდა, რომ ინიფიცრებულია თვითონ თენგიზ ცერცვაძეც.

"კორონავირუსი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ქალბატონ ანა თოფურიასაც დაუდასტურდა. ქალბატონ ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და ისიც სახლში მკურნალობს", - წერია განცხადებაში. 

კლინიკის ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძეს გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37,8 გრადუსი აღენიშნებოდა. ცერცვაძეს ახლაც მსგავსი სიმპტომები აქვს, ოღონდ დაბალი ტემპერატურით. ორივე მათგანი მკურნლოას სახლის პირობებში აგრძელებს.

ამავე თემაზე:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 55 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 38 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი