რიკერს მოვუყევით დაუკმაყოფილებელ სარჩელებზე, ოქმებში შეცდომებსა და დისბალანსზე - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერთან დღეს გამართული შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ოპოზიციის წევრებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია არჩევნების გაყალბებაზე, დაუკმაყოფილებელ სარჩელებსა და ზოგადად პოლიტიკურ კრიზისზე, რომელსაც ქვეყანა ამჟამად ებრძვის. 

"ჩვენ მოვუყევით ათასობით დაუკმაყოფილებელ სარჩელზე, რომლებიც, ფაქტობრივად, სასამართლომ ოპოზიციას უკან გადმოგვიყარა; მოვუყევით ნაადრევად გაფორმებულ შემაჯამებელ ოქმზე, რომელმაც მთლიანად ჩაკეტა სამართლებრივი პროცედურები; ასევე ვუთხარით, რომ უბნების 52%-ში დისბალანსი დაფიქსირდა; გულწრფელად გეტყვით, ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტს და ჩანს კიდეც იმ დოკუმენტში, რომელიც გამოაქვეყნეს", - ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ ფილიპ რიკერი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა. ამერიკელი დიპლომატი აშშ–ის სახელმწიფო უწყებაში ევროპულ და ევრაზიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ის მაიკ პომპეოს ტურნეში, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მდივანი საქართველოშიც ჩამოვიდა, თან ახლდა, თუმცა დაუგეგმავად თბილისში დარჩა და ოპოზიციას შეხვდა.  

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე გამოიკვეთა მოსყიდვა, დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამიყენება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი