სახ.დეპი მიხვდა, აუცილებელი იყო ოპოზიციის მოსმენაც - პოლიტოლოგები რიკერთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

ექსპერტები ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გადაწყვეტილებას ფილიპ რიკერის საქართველოში დატოვებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აფასებენ. პომპეოს თანაშემწემ შეხვედრა ჯერ არასამთავრობოებთან შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებთან ჩანიშნა.

"ის ფაქტი, რომ ბოლო წუთებში ჩაინიშნა უკვე შეხვედრა მის მოადგილესთან და ოპოზიციის ლიდერებთან, ეს ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიხვდა - აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციის ლიდერებისგან პირადად მოესმინათ არჩევნების შესახებ მათი მოსაზრება და მოთხოვნები", - თქვა პოლიტოლოგმა გიორგი რუხაძემ. 

მისი თქმით, გამოსავალი კომპრომისშია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან უნდა წამოვიდეს. 

"მნიშვნელოვანია, მიუხედეავად იმისა, რომ სახელმწიფო მდივანი წავიდა, გრძელდება მისი დელეგაციის წევრების შეხვედრები. დემოკრატიული განვითარების თემა, ბუნებრივია, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების გარეშე, ეს იყო განხილვის ერთ-ერთი კომპონენტი", - თქვა პოლიტოლოგმა თენგიზ ფხალაძემ. 

ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პოზიციას არ ცლიან და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რიკერი დაინტერესდა რატომ თვლის ოპოზიცია რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მათგან არ მოუთხოვია პარლამენტში შესვლა, თუმცა ადასტურებენ, რომ ასეთი შეთავაზება იყო. მიუხედავად ამის, ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და გადაწყვეტილება რომ არ შევიდნენ პარლამენტში- ძალაში რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი