მუქარა და ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლებზე. "აგარის" ქარხნის ხელმძღვანელობა, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია თანამშრომლებს ემუქრება. ზეწოლის შესახებ კომპანიის თანამშრომელი საუბრობს. ირკვევა, რომ აგარის დირექცია "ოცნების" სასარგებლოდ მეორე ტურში თანამშრომლებს მხარდაჭერას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უმუშევრად დატოვებით ემუქრება. სამსახურის დაკარგვის შიშით ქარხანაში დასაქმებული 500-მდე პირი იძულებულია, მეორე ტურში ხმა "ქართულ ოცნებას" მისცეს.
"ოცნება" თუ არ გავაო, ქარხანა გაჩერდება და ისევ ისე იქნება გაჩერებული, როგორც აქამდე იყოო. ზოგი ნაციონალებია, ზოგი "ოცნების" მომხრეები არიან და აიძულებენ "ოცნება" გავიყვანოთო, რომ ქარხანამ იმუშაოსო. პროტესტს არავინ არ გამოთქვამს იმიტომ, რომ ერთი სული ჰქონდათ ქარხანა ამუშავებულიყო და მე მგონი არავინ არ გააკეთებს მაგას, შიშით, - ამბობს ერთერთი თანამშრომელი
აქვე გეტყვით, რომ ცესკოს მონაცემებით, მეორე ტურები ქვეყნის მასშტაბით, 21 ნოემბერს, 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება, ოპოზიცია მასში არ მონაწილეობს და პროცესს ბოიკოტს უცხადებს.