
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მორიგ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ჯანმრთლობის მდომარეობას აცნობს. მისი თქმით, ჯანმრთლობის მდგომარეობა იგივეა, თუმცა ცდილობს მხნედ იყოს და მოვლენებს არ ჩამორჩეს.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ-ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე. მიუხედავად ამისა, ვცდილობ ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ფეისბუქში დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით - ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით", - წერს თნგიზ ცერცვაძე.
მისი განცხადებით, ცოლი, ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ცერცვაძე ამბობს, რომ თუ მისი მდგომარეობა გართულდა მკურნალობას სტაციონარში გააგრძელებს, მანამდე კი სახლში რჩება.
შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს, დილით ცნობილი გახდა, რომ თენგიზ ცეეცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. იმავე დღეს დაინფიცირდა მისი ცოლიც.