შეურიგებლობის მანიფესტი - არჩევნების გაყალბებას ვილნიუსის სკვერში გააპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

მხატვრები, მსახიობები, ჟურნალისტები, მეცნიერები, დიპლომატები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საქართველოში არსებულ ვითარებას, სპეციალურ მანიფესტზე ხელმოწერით ვილნიუსის სკვერში გააპროტესტებენ. 

მანიფესტის მიზანია, გავაგონოთ ჩვენი ხმა საზოგადოების სხვა წევრებს, ასევე ოპოზიციას, დარჩნენ თასვიანთი შეთანხმების ერთგული, ასევე ხელისუფლებას, რომ მოაგვაროს ქვეყანაში არსებული კრიზისი და დანიშნოს ხელახალი არჩევნები, - ამბობს ექსპერტი ალექსი პეტრიაშვილი. 

მანიფესტზე ხელის მოწერა შეეძლება ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ ამომრჩეველთა ხმები მოიპარეს. მანიფესტზე ხელისმომწერები 14:00 საათზე იკრიბებიან და მოუწოდებენ ოპოზიციას, იბრძოლონ ბოლომდე, რათა ხელისუფლება აიძულონ, დანიშნოს ხელახალი არჩევნები. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი