"ოცნება" მესამე რაუნდზე კომპრომისული წინადადებით უნდა მოვიდეს - ოპოზიცია 

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზტისა და მის წარმომადგენელთან, ფილიპ რიკერთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ხელისუფელების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველ პარტიას დათმობაზე წასვლა მოუწევს.

ოპოზიციის წევრები, რომლებმაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების და გაყალბებული არჩვენების შესახებ სრული ინფორმაცია, სტრატეგიულ პარტნიორს მიაწოდეს, ახლა "ქართული ოცნებისგან" კომპრომისულ წინადადებას მოლაპარაკების მესამე რაუნდზე ელოდებიან. თუმცა უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრის მესამე რაუნდი. 

"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ თუ "ოცნებას" არ ექნება გონივრული გადაწყვეტილება მიღებული, მაშინ ოპოზიციის მოთხოვნები არ შეიცლება: არჩევნების შედეგების არ აღიარება, მეათე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურად არ ცნობა, და მშვიდობიანი აქციების გაგრძელება.  

ველოდებით, რომ ხელისუფლების მხრიდან იქნება რაღაც გონივრული წინადადება, თუ ეს გონივრული წინადადება არ იქნა წამოყენებული, და თუ ისინი უარს აცხადებენ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ იმ სტრატეგიას რომელიც აქამდე გვაქვს შემუშავებული, - ამბობს სერგი კაპანაძე 

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდზე ხელისუფლება კომპრომისული წინადადებით უნდა მივიდეს. 

თვითონ ის დაუგეგმავი ვიზიტი და შეხვედრა, სპეციალურად დარჩა სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არის პირდაპირი გზავნილი ხელისუფლებისთვის, რომ ის უნდა მოვიდეს მესამე რაუნდზე მოპალარაკების, კონკრეტული შემხვედრი წინადადებით, - თქვა სერგო ჩიხლაძემ 

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას თქმით, სანამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება ეს პარლამენტი არალეგიტიმური იქნება. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ დაინახა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალებულია. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის სახელმწიფო ადმინისტრაცია აღიარებს იმას რომ საქართველოში არჩევნები არის მასობრივად გაყალბებული. შესაბამისად, ადგილზე შეგვიძლია ძალიან მარტივი დასკვნის გაკეთება, რომ კონსტიტუციური უფლება ჩვენს მოქალაქეს აქვს ჩამორთმეული და კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ პომპეომ მისი თანაშემწე დატოვა საქართველში მიანიშნებს საკითხის სერიოზულობაზე, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

ხოლო, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატებში, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ფილიპ რიკერის ისრაელში ვიზიტი პროტოკოლით არ იყო გათვალისწინებული და ის სწორედ ამიტომ დარჩა საქართველოში.

როდესაც ვიზიტი განისაზღვრა, მაშინვე, ბატონი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რიკერი ფარავს მიმართულებას, რომელიც ევროპასა და ევრაზიას მოიცავს. ასე რომ ის ახლდა სახელმწიფო მდივანს ევროპასა და ევრაზიაში. შემდგომ, როდესაც სახლემწიფო მდივნის ვიზიტი გააგრძელეს ახლო აღმოსავლეღში, ის უბრალოდ დარჩა და აქედან გაბრუნდა უკვე ვაშინგტონში, ამიტომ ეს განსაზღვრული იყო, რომ ამ პერიოდით რჩებოდა, - ამბობს დავით ბაქრაძე

აქვე გეტყვით, რომ ცესკოს მონაცემებით, მეორე ტურები ქვეყნის მასშტაბით, 21 ნოემბერს, 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება, ოპოზიცია მასში არ მონაწილეობს და პროცესს ბოიკოტს უცხადებს.

 

ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: 

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გატავისუფლება.
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი